რა შემთხვევაში აღარ იქნება მოქალაქეებისთვის კოვიდზე ტესტირება უფასო – ამირან გამყრელიძის განმარტება(VIDEO)
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ აიცრებიან, კორონავირუსზე ტესტირება უფასო აღარ იქნება.
„ესენი არიან გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც ვტესტავთ. მოლების, მაღაზიების თანამშრომლები. მასწავლებლების და პოლიციის გარკვეული ჯგუფები. დიდია ეს ჩამონათვალი. ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ აიცრან ორჯერ, ასეთ დროს სახელმწიფო გააგრძელებს მათ ტესტირებას. სხვა შემთხვევაში კი მათ მოუწევთ თავად ან დამსაქმებლებმა გადაიხადონ ტესტირების თანხა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.