თეგებით ძიება
17. 08. 2021 COVID - 19

"მე, ინეზა, მამაო - ხვალიდან სახლში!" - თამუნა თანდაშვილი

სა­ა­ვი­ა­ციო ასო­ცი­ა­ცია "ავი­ა­კო­მუ­ნი­კა­ტო­რის" პრე­ზი­დენ­ტი, თა­მუ­ნა თან­დაშ­ვი­ლი, რომელიც დღეების განმავლობაში რესპუბლიკური საავადმყოდყოფოს რეანიმაციაში კო­რონავირუსს ებრძოდა, გამოჯანმრთელდა.

როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, მას სახლში ხვალ გაწერენ.

თანდაშვილი ექიმებს მადლობას უხდის.

"ასეთი წრეა - გადარჩები თუ გადაარჩენ. მე, ინეზა, მამაო - ხვალიდან სახლში!!!!! ვიტალის ვტოვებთ ახალი პაციენტების გადასარჩენად რამოდენიმე დღით, ეგ ისედაც გვიან შემოვიდა და ეკუთვნის პოსტზე დგომა! ჩვენ ვიბრძოლეთ, თქვენ გადაგვარჩინეთ - ყველა სიტყვა და ფიქრი და მხარდაჭერა მოვიდა ჩვენთან და ავდექით!!!!! ვსუნთქავთ!!!! ცოცხლები ვართ ხალხნო თქვენ გენაცვალეთ!!!!

რესპუბლიკური საავადმყოფო, თქვენს ექიმებს და პერსონალ ქედს ვუხრით! გულიკო ქილიფთარი! ნანა მელიქიშვილი!

მადლობა ისეთი პატარა სიტყვაა, ვერაფერს იტევს.

გულით გთხოვთ აიცერით, გადარჩები თუ გადაარჩენ", - წერს თამუნა თანდაშვილი სოციალურ ქსელში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა