საველე ჰოსპიტლები რეზერვისთვის იშლება - თენგიზ ცერცვაძე
საველე ჰოსპიტლები იშლება რეზერვისთვის - ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი მატება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს.
"სამწუხაროდ, დღეს კიდევ მოიმატა ახალმა შემთხვევებმა, 6000-ზე მეტი დაფიქსირდა, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საქართველოსთვის პანდემიის დასაწყისიდან. სიკვდილობაც ჩვენთვის შედარებით მაღალი იყო - 47, თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ შემთხვევების კატასტროფულად გაზრდილი რაოდენობის ფონზე, გარდაცვალების შემთხვევების მატება გარდაუვალია.
საველე ჰოსპიტლები იშლება რეზერვისთვის - ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი მატება,"-აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 47 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 539 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის უკვე რამდენიმე საველე ჰოსპიტალია გახსნილი.