"ბოლო დროის ყველაზე ანტივაქსერული ნაბიჯი ტრანსპორტის გაჩერება იყო" - მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი ეპიდვითარების გაუარესების გამო, მთავრობის მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას ანტივაქსერული ნაბიჯად აფასებს.
"მე თუ მკუთხავთ, ბოლო დროის ყველაზე ანტივაქსერული ნაბიჯი ტრანსპორტის გაჩერება იყო", - წერს მაია ბუწაშვილი ფეისბუქზე.
მთავრობის დადგენილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს არ შეეხებია.