თეგებით ძიება

ჩვენ ვემსახურებით ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ხალხს - ვემსახურებით საქართველოს - პრემიერი

ჩვენ ვემსახურებით ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ხალხს - ვემსახურებით საქართველოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის მერობის კანდიდატის, არჩილ ჩიქოვანის წარდგენისას განაცხადა

" მე ჩემს არაერთ გამოსვლაში მითქვამს და მინდა გავიმეორო, რომ ყველა მერი და ზოგადად, მმართველი უნდა იყოს მსახური ხალხის. ჩვენ ვემსახურებით ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ხალხს - ვემსახურებით საქართველოს. ამ სიტყვების თქმის შემდეგ მე მინდა წარმოგიდგინოთ ბათუმის მერობის კანდიდატი, ოფიცერი, კაცი, რომელიც მთელი თავისი გულით და გონებით ემსახურება თავის ქალაქ და თავის ქვეყანას - არჩილ ჩიქოვანი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა