იმ პირებს, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ - ბინაზე ვაქცინაციით ისარგებლებენ
იმ პირებს, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე – 1522.
ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.