თეგებით ძიება
18. 08. 2021 COVID - 19

კორონავირუსით 7 თვის ორსული გარდაიცვალა

კორონავირუსს 7 თვის ორსულის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ახალგაზრდა ქალი ბოკერიას სახელობის კლინიკაში მკურნალობდა.

"რა თქმა უნდა, გართულების მიზეზი არის სხვადასხვა. აქ არ არის ექიმების ან კლინიკის კვალიფიკაციაზე საუბარი. როგორც წესი, დაავადება მიმდინარეობს არაერთგვაროვნად და ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ვაკვირდებით, რომ ყველა პაციენტის გადარჩენა ვერ ხერხდება. ყველა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში ყველა ექიმი მაქსიმალურადაა ჩართული. დარწმუნებული ვარ, ექიმებმა გააკეთეს მაქსიმუმი, თუმცა შედეგი არ დადგა", - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა