კორონავირუსს "რუსთავი 2-ის" კიდევ ერთი თანამშრომელი ემსხვერპლა
კორონავირუსით "რუსთავი 2-ის" კიდევ ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, კახა ნატრიაშვილი ტრანსპორტის სამსახურში მუშაობდა.
მას ინფექცია 9 დღის წინ დაუდასტურდა და გუშინ გარდაიცვალა. გართულებული მდგომარეობის გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
3 დღის წინ ინფექციას ტელეკომპანიის მთავარი ენერგეტიკოსი, ზურა მესხი ემსხვერპლა, ის 50 წლის იყო.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.