თეგებით ძიება
18. 08. 2021 COVID - 19

გაუსაძლის ტკივილს უძლებდა… 2 შვილი დარჩა - საფრანგეთში გარდაცვლილ ემიგრანტი

საქართველოს მოქალაქეს, 34 წლის სალომე ჭითანავას, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში გარდაიცვალა, რამდენიმე დღეში იქ დაკრძალავენ.

“4 წელზე მეტ ხანს უმძიმეს დაავადებას – მელანომას ებრძოდა. მარტოხელა დედა იყო, 2 ქალიშვილი დარჩა. მისი მკურნალობა ათასობით ათასი ევრო ჯდებოდა… ყოჩაღად იყო… იქ დამკვიდრდა ბორდოში.


სალომემ ხობიდან თან ორივე შვილი, დედა და და წაიყვანა. იქ სახლი აქვთ ბორდოში, ისეთი ყოჩაღი გოგო იყო. შვილებიც იქ სწავლობენ. ეს ვერაგი დაავადება ბოლო პერიოდში პროგრესირდა ​და ფრანგ ექიმებს ბოლო თვენახევარი მორფინზე ჰყავდათ…. გაუსაძლის ტკივილებს უძლებდა.”, – გვითხრა ოჯახის ახლობელმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა