"როგორც კი რეკომენდაცია იქნება, დავიწყებთ 12 წლის ზემოთ მოზარდების აცრას" - ამირან გამყრელიძე
საქართველოში, 12 წელს ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაცია, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
"ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს, როგორც იმუნიზაიციის სამეცნიერო კომიტეტში, ისე საკოორდინაციო საბჭოზე და ჩვენ, ამ თვალსაზრისით ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას, სადაც ეს საკითხი განიხილება. ბევრმა ქვეყანამ საკუთარი მარეგულირებლების დასკვნების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12-დან ზემოთ მოზარდებს. ცრიან ძირითადად "ფაიზერით" და "მოდერნათი", რადგან ამ ორ ვაქცინაზე, ამ ასაკში კლინიკური კვლევები დიდი ხანია დამთავრებულია და საკმაოდ ეფექტიანია. ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებას. როგორც კი რეკომენდაცია იქნება ძლიერი მარეგულირებლების, ვფიქრობ, შემოდგომაზე დავიწყებთ ამ ასაკის პირების აცრას",- განაცხადა გამყრელიძემ "ფეისბუქლაივისას".