კორონავირუსით მამა და მისი ფეხმძიმე ქალიშვილი დაიღუპა
სოციალური ქსელის მომხმარებელი, პედაგოგი ევა ლომთაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
"რა შემზარავი ამბავია. ვიზიარებთ. ბატონი ჯემალ აბაშიძე ჭიაურის თემში წლების წინ ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო. თავის სოფელს - ჰერეთისკარს თავკაცობდა. რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა ვერაგი ვირუსით. ახლა შევიტყვეთ, რომ მისი ფეხმძიმე ქალიშვილიც გარდაცვლილა. რამხელა ტრაგედიაა. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროთ...თანავუგრძნობთ ოჯახს, სოფელს...", - წერს ლომთაძე ფეისბუქზე.