კორონავირუსით "რუსთავი2"-ის კიდევ ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა
ახალი კორონავირუსით ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" კიდევ ერთი თანამშრომელი დაიღუპა.
ტელეკომპანიის ცნობით, კახა ნატრიაშვილი ტრანსპორტის სამსახურში მუშაობდა. მას კოვიდინფექცია 9 დღის წინ დაუდასტურდა და გუშინ, 17 აგვისტოს გარდაიცვალა.
ცნობისთვის, 3 დღის წინ, covid-19-ით "რუსთავი2"-ის მთავარი ენერგეტიკოსი, ზურა მესხი ემსხვერპლა, ის 50 წლის იყო.