საქართველოში კორონავირუსს ახალგაზრდა და-ძმა ემსხვერპლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში კორონავირუსით ახალგაზრდა და-ძმა გარდაიცვალა. მათ ანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდათ.
guria.tv-ს ინფორმაციით, გარდაცვლილების დაინფიცირება რამდენიმე კვირის წინ მოხდა. ისინი მკურნალობას ბათუმის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში გადიოდნენ. დის მდგომარეობა უფრო ადრე დამძიმდა და 3 აგვისტოს გარდაიცვალა. მისი ძმის გარდაცვალებაზე შეტყობინება კი ოზურგეთის საზოგადოებრივ ჯანდაცვაში დღეს მიიღეს.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4921 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 58 ადამიანი, ხოლო 4471 პირი გამოჯანმრთელდა.
კოვიდპანდემიის დაწყებიდან, საქართველოში კორონავირუსის 501,297 შემთხვევა დადასტურდა, 6,590 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 436,977 პაციენტი გამოჯანმრთელდა.