თეგებით ძიება

გიგი უგულავას პერსპექტივა ნამდვილად არ გააჩნია, ქურდბაცაცა ადამიანია - გია ვოლსკი

გიგი უგულავას პერსპექტივა ნამდვილად არ გააჩნია, გაკოტრებული პოლიტიკოსია, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების" წევრი, გია ვოლსკი ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატად გიგი უგულავას კანდიდატურის დასახელებას.

„პოლიტიკური ცხოვრებაა. უგულავაც არის პოლიტიკოსი, მას სხვა ცხოვრება არ გააჩნია. ყველამ ვიცით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უშველებელი თანხა გაფლანგა. თბილისის მასშტაბი ცოტა დიდია და ფიქრობს, რომ პოლიტიკურ დივიდენს ფოთში შეიძენს, ყოველ შემთხვევაში, ამომრჩეველს თავს არ დაავიწყებს. არის ქურდ-ბაცაცა ადამიანი, რომელსაც მხოლოდ მაღალი ხმით აღშფოთების გათამაშება შეუძლია. დანარჩენი არაფერი არა აქვს - გაკოტრებული პოლიტიკოსია და არც სხვა სპეციალობა არ გააჩნია, სხვაგან ვერსად ვერ წავა", - აცხადებს გია ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებუ საქართველოში 2 ოქტომბერს არის ჩანიშნული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა