თეგებით ძიება
20. 08. 2021 COVID - 19

"ზედიზედ წაიყვანა საუკეთესო და გამორჩეული ახალგაზრდები" - ოზურგეთში კორონავირუსმა და-ძმა იმსხვერპლა

ბახვის სკოლის დირექტორი მზია ვაშალომიძე, სოციალურ ქსელში თავის სოფელში მომხდარ ტრაგედიაზე წერს:

„ჩემი პატარა სოფლისთვის მოიცალა სიკვდილმა, ზედიზედ წაიყვანა საუკეთესო და გამორჩეული ახალგაზრდები, კახა ბოლქვაძე სულ ახალი თავზარდამცემი ტკივილია!!! რამდენიმე დღის წინ მისი ულამაზესი, სიცოცხლით სავსე და ეკა იმსხვერპლა კოვიდმა, ახლა კახა…

„კახა გამორჩეული იყო თავისი ზნესრულობით, უწესიერესი და უკეთილშობილესი, ღვთისმოსავი, საუცხოო შვილი, საიმედო მეუღლე და დასაყრდენი ვერიკოსთვის და არაჩვეულებრივი მამა. ასეთ კახას იცნობდა ყველა. თვალწინ მიდგას როგორ მოჰყავდა საზირებლად ხელში ატატებული მისი მერცხლები.

სიტყვები სადღაც გაფრინდა , ვერ ვახერხებ ნუგეში ვცე სიბერეგამწარებულ მშობლებს, ასევე უპატიოსნეს და უკეთილშობილეს ადამიანებს.ხუთი ობოლი შვილიშვილი დარჩა ეკასგან და კახასგან მათ იმედზე, ძნელია კი არადა უძნელესი… ვუსამძიმრებ ოჯახს, მთელს სოფელს, ბახვის წმინდა ნინოს სახლობის ტაძრის მრევლს, გლოვის დრო დაგვიდგა… ნათელი დაუმკვიდროს უფალმა კახას სულს!“, – წერს მზია ვაშალომიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა