როგორია ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა - ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 743 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 59 ადამიანი, ხოლო 3 393 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 506 040-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 6 649 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 440 370 პირი.