„ვახო, ხომ არ გგონია მარტო ხარ?!“ - აჩი არველაძე (VIDEO)
ალბათ, ყველამ ვიცით, კოვიდინფიცირებული თამუნა თანდაშვილი, რომელიც საავადმყოფოს რეანიმაციიდან ხშირად გვაწვდიდა ინფორმაციებს და გვიყვებოდა იქ გატარებული დღეების შესახებ.
დღეს ის ფეისბუკში მორიგ პოსტს აქვეყნებს კლინიკაში მყოფ ფეხბურთელზე და მოქალაქეებს მოუწოდებს, გაამხნევონ 20 წლის ბიჭი.
ჰოდა, აი პირველი მერცხალიც, პირველი გამამხნევებელი შეტყობინება მიიღო ვახომ ფეხბურთელი აჩი არველაძისგან.
„ვახო, ხომ არ გგონია მარტო ხარ?!
ხომ გითხარი რომ სახლიდანაც ამყავხარ კონტროლზე და აბა შენიანები გამხნევებენ ამწუთიდან
მე სიტყვას ვასრულებ, ახლა შენი ჯერია!
აჩი არველაძე შენ გენაცვალე!“- წერს თანდაშვილი.