თეგებით ძიება
21. 08. 2021 COVID - 19

საველე ჰოსპიტალში 19 კოვიდპაციენტი მოათავსეს

ამ დროისათვის დიღმის საველე ჰოსპიტალში 19 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება.

„ამ დროისთვის, საველე ჰოსპიტალში 19 პაციენტი იმყოფება. მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ნაწილი არის ჟანგბადდამოკიდებული, ნაწილი სტაბილურია. ძირითადად, დომინირებს დელტა შტამი.

გუშინ თანმხლები დაავადების გამო ერთი პაციენტის გადაყვანა მოხდა ჰოსპიტალში“ - აცხადებს რევაზ კუჭუხიძე.

შეგახსენებთ, დიღმის საველე ჰოსპიტალში პაციენტების მიღება გუშინ 20 აგვისტოს დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა