თეგებით ძიება
21. 08. 2021 COVID - 19

"აცრა 10–ჯერ ამცირებს ჩემი დაინფიცირების შანსს" - გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, აცრის მნიშვნელობაზე საუბრობს და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს.

"რატომ ვიცრები?

- იმიტომ, რომ აცრა 10–ჯერ ამცირებს ჩემი დაინფიცირების შანსს;
- იმიტომ, რომ დაინფიცირების შემთხვევაში გადავიტან იოლად და არ მოვკვდები;
- რატომ მინდა, რომ შენც აიცრა?
- იმიტომ, რომ შენი დაინფიცირების შანსიც 10–ჯერ შემცირდება და ეს ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოების გაზრდაა;
- ეს მსოფლიოს ყველა ქვეყნის სტატისტიკაა. ეს ციფრებია, რომელსაც ვერსად წაუხვალ: დაინფიცირებული აცრილების დაბალი პროცენტი და არცერთი ლეტალური შედეგი.
- თუ გაიგებ, რასაც ვამბობ, შენთვისაც კარგია და ჩემთვისაც.
- ვერ გაიგებ? აცრის დაძალების უფლება არ მაქვს, მაგრამ იმის უფლება კი მაქვს, გითხრა – მერე გვიან იქნება.


პ.ს: ამ ტექსტის ავტორი არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ ჩემი და თქვენი სათქმელი თქვა", - წერს გიორგი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა