თეგებით ძიება
21. 08. 2021 COVID - 19

NCDC - საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ვაქცინაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვაქცინაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

"20 აგვისტოს აიცრა 28 555 პირი.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის თითოეულ მოქალაქეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისათვის და ვიმედოვნებთ, რომ ვაქცინირებულთა რიცხვი ყოველდღიურად კიდევ უფრო გაიზრდება", - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად შეგიძლიათ ეწვიოთ booking.moh.gov.ge-ს ან დარეკეთ ნომერზე: 1522 ან 144-3.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა