თეგებით ძიება
21. 08. 2021 COVID - 19

"აიცერი, იმიტომ, რომ შენი შვილი გადაარჩინო...აიცერი და ნუ წაიღე ტვინი, რა!" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და იმ მიზეზებს აქვეყნებს, რის გამოც უნდა აიცრან მოქალაქეები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით:

"აიცერი, იმიტომ, რომ შენს სამსახურში უსაფრთხო გარემო შექმნა!
აიცერი, იმიტომ, რომ არ გახდე სტატისტიკის ნაწილი!
აიცერი, იმიტომ, რომ სხვა ჯერ არაფერი მოუგონიათ !
აიცერი, იმიტომ, რომ შენს გვერდში ადამიანები არ დააინფიცირო !
აიცერი, იმიტომ, რომ შენი ქვეყანა განვითარდეს და არ დაიხუროს კვლავ!
აიცერი, რომ სტუდენტი მივიდეს აუდიტორიაში და ბავშვები სკოლებსა და ბაღებში!
აიცერი, რომ ექიმებმა ცოტათი მაინც ამოისუნთქონ და დაუბრუნდნენ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობას!
აიცერი, იმიტომ, რომ ასეა საჭირო!!!
აიცერი და ნუ წაიღეეე ტვინი რა!", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 901 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 74 ადამიანი, ხოლო 2 586 პირი გამოჯანმრთელდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20 აგვისტოს, საქართველოში ვაქცინაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - კოვიდვაქცინით 28 555 პირი აიცრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა