"74 გარდაცვლილში ერთი ლადო ექიმია - გული მუშაობდა და გაჩერდა" - ელისო კილაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ჟურნალისტი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარრდაცვლილთა შორის ექიმიცაა.
"74 გარდაცვლილში ერთი ლადო ექიმია-გული მუშაობდა და გაჩერდა.წინასწარაც,რამდენჯერმე გამოვიტირეთ...
გადააშენეთ ეს აბუეტა ტიკარაძე,მოაშორეთ ჯანდაცვის სისტემას-ხომ ხედავთ რომ ვერ მართავს,უნიათოა,რეგვენია...
ამდენი ხალხის ცოდვას სად მიუდიხართ !!!!!", - წერს კილაძე ფეისბუზე.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 901 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 74 ადამიანი, ხოლო 2 586 პირი გამოჯანმრთელდა.