თეგებით ძიება

რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთში დამატებითი მავთულხლართები გაავლეს და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი აღმართეს

შიდა ქართლში, ხურვალეთში რუსმა ოკუპანტებმადამატებითი მავთულხლართები გაავლეს და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი აღმართეს

უკანონო სამუშაოები შეიარღაღებულმა ფორმიანებმა ბოლო დღეების განმავლობაში ისე ჩაატრეს, რომ ოფიციალურ თბილისს, ტრადიციულად, არაფერი უთქვამს.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის რუსეთ საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, კრემლმა საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და მათი ოკუპაცია განახორციელა. რუსული საოკუპაციო რეჟიმი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ რეგიონებს. რუსი ოკუპანტები კი ე.წ. მცოცავ ოკუპაციას ახორციელებენ და იტაცებენ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა