თეგებით ძიება

ენმ-ის სენაკის მერობის კანდიდატი კობა ნაყოფია იქნება

"ნაციონალური მოძრაობის" სენაკის მერობის კანდიდატი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, კობა ნაყოფია იქნება. ამის შესახებ ქართველმა პოლიტიკოსმა, ნიკა მელიამ კანდიდატების წარდგენისას თქვა:

რეფერენდუმის ლიდერად წარმოგიდგინოთ მინდა ნაციონალური მოძრაობის გამორჩეული ლიდერი კობა ნაყოფია. კობა არის ადამიანი, რომელმაც ყველა ეტაპზე გვიჩვენა პრინციპულობის, შეუპოვრობისა და გამბედაობის მაგალითი. იგი მხარში დაუდგა ნაციონალურ მოძრაობას როდესაც ჩვენს პარტიას ყველაზე მეტად უჭირდა და დღეს ის უკვე ენმ-ის აღმასრულებელი მდივანია. მისი ლომის წვლილია, გადაჭარბების გარეშე, იმაში, რომ ნაციონალური მოძრაობა გადარჩა და გაძლიერდა ისე, როგორც არასდროს, - ამბობს ნიკა მელია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა