თეგებით ძიება

გახარიას გუნდში ამბობენ, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდება, ხელისუფლება ცდილობს მათი კანდიდატების მოსყიდვას

გიორგი გახარიას პარტიის აჭარის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის, ირაკლი მიქელაძის განცხადებით, მათ წევრებზე ზეწოლა ხორციელდება.

ჟურნალისტის კითხვას, აქვთ თუ არა კონკრეტული მტკიცებულებები და ჩანაწერები, მიქელაძემ უარყოფითი პასუხი გასცა. ასევე, მან თავი შეიკავა იმ ადამიანების სახელებისა და გვარების თქმისგან, ვისზეც ზეწოლა ხორციელდება.

"ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, ახორციელებენ ზეწოლას ჩვენს კანდიდატებზე და რიგ შემთხვევაში ხდება სოლიდური თანხის შეთავაზებაც კი იმისთვის, რომ წარდგენების შემდგომ მათ გააკეთონ განცხადებები არჩევნების დატოვების, ჩვენი გუნდის დატოვების შესახებ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამის გამოცდილება ჩვენ გვაქვს ბათუმის ოფისთან დაკავშირებით", — განაცხადა მიქელაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა