თეგებით ძიება

“ახლა გახდა მასეთი, ახლა რომ აკრიტიკებ?” - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ რატომ აკრიტიკებს გიგი უგულავას.

“ახლა გახდა მასეთი, ახლა რომ აკრიტიკებ?”

მეგობრებო, ცალკე აღებული “მასეთი” არ არსებობს. ყველა საყვარლები ვართ, როცა ვიბადებით. მერე იწყება ცხოვრება და ამ ცხოვრებისეული არჩევანები. აი ეს ცხოვრებისეული არჩევანები გხდის “ასეთს”, “მასეთს” ან “ისეთს”. არჩევანებს სიცოცხლის ბოლომდე აკეთებ, ამიტომ სიცოცხლის ბოლომდე გაქვს დრო გახდე “მასეთი” ან “ისეთი”. ვინც ისეთ ჩემთვის მისაღებ არჩევანებს აკეთებს, მისაღებია. ვინც ჩემთვის მიუღებელ არჩევანებს აკეთებს, იმას შეიძლება ერთხელ შანსი მივცე, მეორედაც - მივცე, მაგრამ მესამედ - შეფასებას გავაკეთებ. ძალიან პროგნოზირებადი ვარ: 1) არ იცრუოთ2) არ იპაროთ 3) სიტყვას პატივი ეცით 4) უწესოდ ნუ იქცევით5) არ შეეკრათ ეშმაკებს 6) არა ცილისწამოთ 7) არ იცოცოთ ისე, რომ ამ ცოცვაში მთავარი დაგავიწყდეთ.... კიდევ შემიძლია ჩამოთვლა, მაგრამ ყველა საბავშვო წიგნში წერია და აღარ გავაგრძელებ, გეცოდინებათ. მოკლედ, ჩემთვის მისაღები არჩევანები აკეთეთ და სიკვდილამდე კარგი აზრის ვიქნები თქვენზე. იგივეს ველი თქვენგანაც. მარტივია" - წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა