თეგებით ძიება

გია ვოლსკი - სახალხო დამცველი "ნაცმოძრაობის" გარე სპიკერად ჩამოყალიბდა

სახალხო დამცველი ისევე, როგორც არაერთი პოლიტიკური აქტივისტი, რომელიც დამოუკიდებლად წარმოადგენს თავს, იმ ინტერესების გარე სპიკერებად ჩამოყალიბდნენ, რაც "ნაცმოძრაობას" გააჩნია, - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი ომბუდსმენის შეთავაზებას მძიმე ეპიდვითარების გამო, არჩევნების შესაძლო გადადებას.

"სახალხო დამცველი ისევე, როგორც არაერთი პოლიტიკური აქტივისტი, რომელიც დამოუკიდებლად წარმოადგენს თავს, იმ ინტერესების გარე სპიკერებად ჩამოყალიბდნენ, რაც "ნაცმოძრაობას" გააჩნია. საარჩევნო პროცესს, არჩევნების დღე და შემდგომ პერიოდი, ორგანიზების დონეზე ისე გაკეთდება, რომ საფრთხეები იქნება მინიმუმამდე შემცირებული", - განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მართებულად მიიჩნევს დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს არის ჩანშნული.

შეგახსენებთ, რომ საქართველო სიკვდილიანობით მსოფლიოში პირველ პოზიციებზეა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა