თეგებით ძიება

არჩევნების გადადების ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი არსებობს... - კობახიძე ომბუდსმენს პასუხობს

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართვეოს" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სახაკხო დამცველის ინიციატივას აკრიტიკებს ეპიდვითარების გამო, არჩევნების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით.

როგორც კობახიძე აფასებს, არჩევნების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" კამპანია მიმდინარეობს.

"არჩევნების გადადების ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი არსებობს, ესაა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. როცა სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს არის უკვე ანომალია. ხედავთ რომ გაშლილია "ნაცმოძრაობის" ერთიანი კამპანია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, რაც არის საარჩევნო მარცხის წინასწარი გამოცხადება. ასეთივე კამპანია გვახსოვს წინა წლიდან. მაშინაც ნინო ლომჯარიამ დაიწყო, მერე "სირცხვილიამ" გააგრძელა. ამ შემთხვევაშიც კიდევ ერთხელ ნინო ლომჯარიამ და გააგრძელა "სირცხვილიამ" და მიშა მშვილდაძემ", - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს არის ჩანშნული.

შეგახსენებთ, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობით მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზეა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა