თეგებით ძიება

არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიის მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა, რომ არჩევნები ჩატარდება და პარტია „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

„არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. ჩვენ ყველა ქვეყნის გამოცდილება ვნახეთ. პანდემიის დროს, მაშინაც, როცა ვაქცინა ჯერ არ იყო შემოსული, არჩევნების გადადება არავის აზრადაც არ მოსვლია. ერთადერთმა დიქტატორმა, რომლის სახელს არ დავასახელებ, უბრალოდ გააუქმა არჩევნები. თუ „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი ამას გვთავაზობენ, ჩვენ არ გაგვიკვირდება, რადგან ვიცით, ეს მათი ხელწერაა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა