“ფორმულას“ ჟურნალისტსა და წამყვანზე, ვახო სანაიაზე თავდამსხმელებმა საპატიმრო დატოვეს
“ფორმულას“ ჟურნალისტსა და წამყვანზე, ვახო სანაიაზე თავდამსხმელებმა გლდანის სასჯელაღსრულების #8 საპატიმრო უკვე დატოვეს.
შეგახსენებთ, რომ სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები - ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და მათ 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. თუმცა აღნიშნული ვადა დღეს ამოიწურა, შესაბამისად, ბრალდებულები დღესვე გათავისუფლდნენ გლდანის ციხიდან.