თეგებით ძიება

საწვავის ფასი კვლავ გაიზარდა

საქართველოში ბენზინის ფასი ბრენდ ბენზინგასამართ სადგურებზე 3 ლარს მაისში გადასცდა და მას შემდეგ ფასების მზარდი ტენდენცია ფიქსირდება. ბოლო პერიოდში კი 3 ლარიან ზღვარს, რეგულარის ტიპის საწვავმაც გადააჭარბა.

ფასები სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურებზე:

„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი „დიზელ ენერჯის“ ფასი – 2.92 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი – 3.05 ლარია. „ეკო პრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ დღეის მდგომარეობით, 3.17 და 3.03 ლარი ღირს; „ეკო სუპერის“ ფასმა კი 3.25 ლარი შეადგინა.

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 3.15 ლარია; „რეგულარი“ – 3.01 ლარი; სუპერი – 3.01; „ევრო-დიზელი“ კი 2.95 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 2.85 ლარია.

„გალფის“ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force სუპერის“ ფასი 3.25 ლარია, „G-Force პრემიუმის“ ფასი 3.17 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ – 3.07 ლარი ღირს, 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი – 2.99; ხოლო რაც შეეხება დიზელს და ევრო დიზელს, მათი ფასი 2.99 და 3.07 ლარია.

„ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე, სუპერი ecto 100 – 3.20 ლარია, „პრემიუმ ავანგარდი“ 3.05 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ 2.98 ლარი, ხოლო „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი 3.03 ლარი ღირს.

„რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებს, დღეის მდგომარეობით, „სუპერის“ ტიპის საწვავი - 3.20 ლარი ღირს, „efix „ევრო პრემიუმი“ – 3.15 ლარი, „ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავი - 3.03 ლარია, რაც შეეხება „efix ევრო დიზელს“ მისი ფასი – 3.05 ლარია, 1 ლიტრი „ევრო დიზელი” კი 2.96 ლარი ღირს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა