ლარი მკვეთრად გაუფასურდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1305 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1191 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -1.14 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.6765 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6609 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.56 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.3728 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.2947 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 26 აგვისტოდან შევა ძალაში.