თეგებით ძიება

"კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ რეფერენდუმის გადადების" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2 ოქტომბერს გასამართი რეფერენდუმის გადადების წინააღმდეგია. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"საერთოდ, არც უნდა განვიხილოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმის სადმე გადადება!
გადადება კი არა, დაჩქარებაა საჭირო და პირიქით, აქეთ გადმოდება - ჩვენ გვჭირდება ახლა მობილიზაცია, მოქმედება და გამარჯვება ჩვენი იქნება ყველა შემთხვევაში, ოღონდ რა თქმა უნდა, მთელი ძალების მობილიზაციის პირობებში.
მე ამ პროცესში ვარ ჩართული ბოლომდე და მე, მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ყველანაირი გადადების, ამ რეფერენდუმის.
რეფერენდუმის გადადების ყოველი დღე, იქნება ახალი დღე სიკვდილის, ხალხის ქვეყნიდან გადინების და ქვეყნის შემდგომი განადგურების.
ამიტომ, მე მომხრე ვარ რეფერენდუმის გადაუდებლად ჩატარების ისევე, როგორც არ ვარ მომხრე სატრანსპორტო, ან რაიმე სხვა შეზღუდვების, რაც მხოლოდ აზარალებს უბრალო ადამიანებს.
უბრალოდ საჭიროა, რომ სპეციალურად, დაგვიანებული აცრები ახლა მაინც დაჩქარდეს და უსაფრთხოების წესები, ეკონომიკის შეზღუდვების გარეშე იქნას დაცული და სამედიცინო ინფრასტრუქტურამ სათანადოდ იმუშაოს და პოლიტიზაციას ჩამოშორდეს სამედიცინო დაწესებულების მართვას", - წერს სააკშვილი ფეისბუქზე.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერსაა ჩანიშნული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა