თეგებით ძიება

რა გახდა ორსულის გარდაცვალების მიზეზი - ექიმის განმარტება

ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" საკეისრო კვეთის შემდეგ 24 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალების შესახებ განმარტებები გაკეთდა.

კლინიკის კოვიდგანყოფილების მენეჯერის, მამია ყიფიანის განცხადებით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაში 20 აგვისტოს ბათუმიდან შეიყვანეს.

გადაუდებელი მდგომარეობის გამო, 36 კვირის ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციაში მოათავსეს. პაციენტი ოთხ დღეში გარდაიცვალა.

პაციენტს კლინიკაში შეყვანისას ფილტვების 70% ჰქონდა დაზიანებული. ექიმის ინფორმაციით, მას კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ ჰქონდა გაკეთებული.

რაც შეეხება ახალშობილს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ინფიცირებული არ არის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა