თეგებით ძიება

ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ყოველთვის თვალს ვუსწორებთ გამოწვევებს და პრობლემებს - კახა კუჭავა

ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ყოველთვის თვალს ვუსწორებთ გამოწვევებს და პრობლემებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კჭავამ განაცხადა.

"თვითმმართველობა უმნიშვნელოვანესია - ძლიერი მერი, რომელსაც კარგად ესმის მუნიციპალიტეტი, მშობლიური მხარე და ბოლომდე მოწადინებულია ყველა იმ გამოწვევის აღმოსაფხვრელად, რომლის წინაშეც დგას ესა თუ ის რეგიონი.

ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ყოველთვის თვალს ვუსწორებთ გამოწვევებს და პრობლემებს, რაც ერთადერთი გზაა ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ მათი დაძლევა და დავდოთ უფრო კარგი შედეგები", - განაცხადა კუჭავამ.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს არის დაგეგმილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა