თეგებით ძიება

თითოეული რეგიონის მიხედვით კონკრეტული გეგმები გვაქვს შემუშავებული - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი განცხადებით, ხელისუფლებას რეგიონების მიხედვით, განვითარების კონკრეტული გეგმები აქვს შემუშავებული.

"თითოეული რეგიონის მიხედვით შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმები, გვაქვს შესწავლილი პოტენციალი, რომელიც თითოეულ რეგიონს გააჩნია, იქნება ეს სამეგრელო, გურია, აჭარა თუ სხვა. ყველა რეგიონის, ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე უნდა ჩავიდეთ დეტალურად, რომ ბოლომდე ავითვისოთ ის პოტენციალი, რომელიც არის ჩვენს ამა თუ იმ ულამაზეს მხარეში. ჩხოროწყუს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ადგილი. ყველა მუნიციპალიტეტში, ჩემი დავალებით, ტურიზმის სააგენტო მუშაობს ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნაზე, რაც გაზრდის ტურისტების რაოდენობას. წაახალისებს როგორც შიდა ტურიზმს, ასევე უცხოეთიდან ტურისტების შემოსვლას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოში თვით მმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს არის დაგეგმილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა