თეგებით ძიება

საქართველოს პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა აეროპორტთან მომხდარი აფეთქება დაგმეს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქება დაგმეს.

"მე მკაცრად ვგმობ ტერორისტულ თავდასხმას ქაბულის აეროპორტზე. ვლოცულობ დაღუპულ ავღანელ მოქალაქეებსა და ამერიკელ ჯარისკაცებზე. ევაკუაცია მშვიდობიანად უნდა განხორციელდეს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს წილ მხარდაჭერას ევაკუაციის პროცესში და გამოვხატავთ სოლიდარობას ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში". - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე.

დავით ზალკალიანის განცხადებით:

"სრულად ვგმობ ტერაქტს ქაბულის აეროპორტზე. გულწრფელ თანადგომას ვუცხადებ მსხვერპლთა, მათ შორის, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს. საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენ ვიბრძვით ტერორიზმის წინააღმდეგ, რათა დავასრულოთ ძალადობა ავღანეთში და მის მიღმა".

ქაბულის აეროპორტთან გუშინ, 26 აგვისტოს 3 აფეთქება მოხდა, დაიღუპა 72 ადამიანი, მათგან 60 ავღანელი, 12 კი - ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც ევაკუაციის პროცესში მონაწილეობდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა