თეგებით ძიება

კალაძე ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებას შეურაცხმყოფელს უწოდებს

თბილისის მერს კახა კალაძეს მიაჩნია, რომ ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებები შეურაცხმყოფელი იყო.

"ნამდვილად არასწორია ის დამოკიდებულება და განცხადებები, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო გაკეთებული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება უფრო სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. უამრავი რეფორმა, წინსვლა გვაქვს ამ მიმართულებით. ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, სერიოზულ პრობლემას ქმნის ჩვენს ხალხში, იმიტომ რომ უჩენს სკეპტიციზმს. ასეთი განცხადებები არ არის მიზანშეწონილი", - თქვა კალაძემ.

კითხვას, აფუჭებს თუ არა მისი განცხადებები ურთიერთობას ესტონეთსა და საქართველოს შორის, თბილისის მერი ასე პასუხობს:

"ჰკითხეთ ესტონეთის პრეზიდენტს, აფუჭებს თუ არა... აუცილებლად უნდა დაუსვათ ეს კითხვა ესტონეთის პრეზიდენტს... თქვენ პირველები უნდა იყოთ იმიტომ, რომ ქართველები ხართ, ამ ქვეყნის მოქალაქეები ხართ, ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები, პირველ რიგში თქვენ უნდა იყოთ...".

ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ჯერ არ არიან მზად ევროკავშირის წევრობისთვის. მისივე თქმით, სამივე ქვეყანას უამრავი პირობა აქვს შესასრულებელი.

საქართველოს მეგობარი სახელმწიფოს პრეზიდენტის განცხადებაზე კი კალაძემ თქვა, რომ "ყველამ თავის ქვეყანას უნდა მიხედოს".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა