თეგებით ძიება

"არჩევნებში გამარჯვების შანსი მხოლოდ „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ აქვს" - კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც გამარჯვების შანსი აქვს დღევანდელ მოცემულობაში, არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

„30 ათასამდე თანამშრომელი გვყავს მუნიციპალიტეტში და რა თქმა უნდა, ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ ჩვენ მიმართ ასეთი კეთილგანწყობილი დამოკიდებულებაა. მინდა ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვისაც ჩვენი იმედი აქვს. პირობას ვაძლევ თბილისელებს, რომ იმედებს აუცილებლად გავუმართლებთ და იმაზე მეტს გავაკეთებთ, ვიდრე 4 წლის განმავლობაში გაკეთდა. დანარჩენთან დაკავშირებით დაველოდოთ 2 ოქტომბერს და ყველაფერი ნათელი იქნება“,- განაცხადა კალაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა