თეგებით ძიება

კახა კალაძე აშშ-ის ელჩს შეხვდა

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე, ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, კალაძემ და დეგნანმა ისაუბრეს წინასაარჩევნო გარემოსა და მოახლოებული არჩევნების შესახებ.

„მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო და იმედი გამოთქვეს, რომ თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლებიც დაესწრებიან, მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში ჩაივლის", - ნათქვამია მერიის გავრცელებულ რელიზში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა