თეგებით ძიება

ღვინის ეროვნული სააგენტო - 29 აგვისტოს მონაცემებით, სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანიამ“ სეტყვით დაზიანებული 1200 ტონამდე ყურძენი გადაამუშავა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 აგვისტოს მონაცემებით, სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანიამ“ სეტყვით დაზიანებული 1200 ტონამდე ყურძენი გადაამუშავა.

"26 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში 4600 ჰა ფართობის ვენახები დააზიანა.
სახელმწიფო ღვინის საწარმომ ყურძნის მიღება სტიქიიდან მეორე დღესვე, კახეთის რეგიონის დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში 3 ლოკაციაზე დაიწყო.

სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას მევენახეები 3 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ:

1 კგ რქაწითელს 0,80 ლარად და 1 კგ საფერავს - 1 ლარად. ყურძენი ღვინის საწარმოებს უკვე 300-მდე მევენახემ ჩააბარა.

მევენახეები, რომელთაც სეტყვამ 100 %-ით გაუნადგურა მოსავალი, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, თითოეულ ჰექტარზე 3000 ლარს მიიღებენ", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა