თეგებით ძიება

“იპოთეკური სესხების ახალ პროგრამაში ყველა ბანკი ერთვება“ - რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ მსესხებლებს

მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის სუბსიდირება 1-ლი სექტემბრიდან დაიწყება.

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი "ბიზნესპრესნიუთან" აცხადებს, პროგრამაში მონაწილეობაზე ყველა ბანკს აქვს ხელი მოწერილი.

მისი განმარტებით, აქედან რამდენი გასცემს სესხს, იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ ჯდება მსესხებელი კრიტერიუმებში.

"სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობაზე ყველა ბანკს აქვს ხელი მოწერილი, ანუ იპოთეკური სესხების ახალ პროგრამაში ყველა ბანკი ერთვება, მაგრამ რამდენი გასცემს სესხს, ეს მეორე საკითხია. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი ვერ დააკმაყოფილებს იპოთეკური სესხის გასაცემად არსებულ კრიტერიუმებს, ცხადია მასზე ბანკი სესხს ვერ გასცემს. თუ რომელიმე ბანკს არავინ მიმართავს, ვინც კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, გამოვა, რომ მას არ აქვს პროგრამაში მიღებული მონაწილეობა.

სესხი გაიცემა ჩვეულებრივი პირობებით, რომელიც არსებობს იპოთეკურ სესხთან დაკავშირებით შემოსავლის მოცულობისა და დადასტურების კრიტერიუმი. დამატებითი რამე კრიტერიუმი არ არსებობს პროგრამაში“, - განუცხადა ,,ბიზნესპრესნუსს“ ძნელაძემ.

ცნობისათვის, 1-ლი სექტემბრიდან ძალაში შედის პროგრამა, რომელიც შეეხება იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირებას იმ ოჯახებისთვის, ვისაც ახალშობილი ეყოლებათ, ან იმ ოჯახებისთვის, ვისაც სამი ან მეტი შვილი ჰყავთ. სესხის ოდენობა 200 000 ლარი იქნება და სახელმწიფო თანადაფინანსებას 5 წლის განმავლობაში განახორციელებს. ამასთან, ახალშეძენილი შვილის მქონე ოჯახებისთვის თანადაფინანსება სესხის პროცენტის ნახევარი იქნება, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - 2/3.

bpn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა