ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ლი სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1148 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1107 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.41 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.6817 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6806 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.11 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.3759 ლარს შეადგენს,ხოლო უცვლელი დარჩა ფუნტი და 4.2841 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 2 სექტემბრიდან შევა ძალაში.