თეგებით ძიება

კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა

თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა.

მისი თქმით, თბილისის საკრებულოში მმართველი პოლიტიკური გუნდი პროფესიონალი, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული.

„ გარწმუნებთ, საკრებულოში ჩვენი გუნდი პროფესიონალი, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული – ადამიანებით, ვისაც უყვარს თავისი ქალაქი და ერთგულად ემსახურება მას. თბილისისა და თითოეული თბილისელის წინაშე, ამ ადამიანებს საპასუხისმგებლო მისია ექნებათ შესასრულებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.


კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ თბილისელები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და მხარს „ქართული ოცნების“ გუნდს დაუჭერენ.

„არავის აქვს უფლება თბილისის ინტერესები პოლიტიკურ პოლემიკას შესწიროს. ჩვენ არავის უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ თბილისის საკრებულო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხელოვნური ბარიერების შესაქმნელად, ჩვენი ქალაქის განვითარების შესაფერხებლად გამოიყენოს. დარწმუნებული ვარ, თბილისელები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, აირჩევენ ჩვენი ქალაქის მომავალს, აირჩევენ განვითარებას, მხარს დაუჭერენ ჩემს გუნდს საკრებულოში და იმ გზას, რომელსაც 2017 წელს დავადექით და რომლის შედეგად, თბილისი დღეს ბევრად მწვანე, კომფორტული, ლამაზი და ჯანსაღი ქალაქია. წინ კიდევ უფრო დიდი საქმეები გველის – საქმეები, რომელიც სწორედ ამ ადამიანებთან ერთად, თქვენი მხარდაჭერითა და ჩართულობით უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატები „ქართული ოცნებიდან“ არიან:

1. ლევან ჟორჟოლიანი; 2. ოთარ გრიგოლია; 3. თინათინ ნიბლოშვილი; 4. გიორგი ჩაკვეტაძე; 5. ნიკო კახეთელიძე; 6. ნინო ვარდოსანიძე; 7. აკაკი ალადაშვილი; 8. გიორგი ახვლედიანი; 9. ნინო რუხაძე; 10. ლევან აბაშიძე; 11. გურამ ოქროპირიძე; 12. ანა კაკაბაძე; 13. ვლადიმერ ბოჟაძე; 14. ალექსანდრე ხუჯაძე; 15. მარიამ ზაქარიაშვილი; 16. ლევან დავითაშვილი; 17. შალვა ოგბაიძე; 18. ნათია მოდებაძე; 19. ლევან არველაძე; 20. არჩილ გოდულაძე; 21. ანა კილაძე; 22. გიგა ბრეგვაძე; 23. თათია ჩახვაშვილი; 24. ვიტალი ონიანი; 25. მარიამ გელაშვილი.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა