თეგებით ძიება

"ქუდზე ექიმი გამოიძახეთ..." - რას წერს სოფო ბერიძე

ექიმი სოფო ბერიძე მძიმე კოვიდპანდემიიდან გამომდინაერ, სოციალურ ქსელში კოლეგებს მიმართავს:

"დღეს გადამწყვეტია - დამძიმების ნიშნების დროული ამოცნობა, პრეჰოსპიტალური მართვა!
დამძიმების და კრიტიკულ განყოფილებაში მოხვედრის შემდეგ, რა სტატისტიკაც გვაქვს, ყველა ვხედავთ....
ჯერ საყოველთაო მობილიზებისკენ არ მოუწოდებიათ- ეს ნიშნავს, რომ გვაკმაყოფილებს კადრების რაოდენობაც და მართვის სქემაც...
გვაკმაყოფილებს?

არ ვიცი, ვისი პროექტია, ვინ არის პასუხისმგებელი პირველად ჯანდაცვაზე - ამოიცანით თქვენი თავი და იმოქმედეთ!
- ქუდზე ექიმი გამოიძახეთ...
- ექიმი და არა დიპლომი.

ძვირფასო ოჯახის, ონლაინ, კოვიდ ექიმებო - რაც არ უნდა გაზვიადებულად მოგვეჩვენოს, ჩვენზეა დამოკიდებული მომდევნო ორი თვის სიკვდილის ქრონიკა!

ჰუმანურობის, ეთიკის და მორალის ამბავია, ვაღიაროთ, თუ ვერ ვწვდებით საქმეს... ან ეს საქმე აღემატება ჩვენს კომპეტენციას...", - წერს სოფო ბერიძე ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველო კოვიდინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდეობით მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზე იმყოფება. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 3 886 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 74 ადამიანი, ხოლო 4 103 პირი გამოჯანმრთელდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა