როგორია ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა? - ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 886 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 74 ადამიანი, ხოლო 4 103 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1-ლი სექტემბრის მონაცემებით, 553 697 შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 497 517 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 7 482 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 7,45%, ბოლო 14 დღის - 9,99%, ბოლო 7 დღის - 9,36%.