თეგებით ძიება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერეს

შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ხელი მოაწერეს.

ამ მიზნით პარტიის წევრები დღეს დილიდან ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფებიან.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერის გადაწყვეტილების შესახებ გუშინ განაცხადა. იქამდე დოკუმენტს მხოლოდ ოპოზიციის ნაწილის ხელმოწერა ჰქონდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად 28 ივლისს გამოაცხადა. პარტიამ მთავარ მიზეზად სწორედ ის გარემოება დაასახელა, რომ მას არ ჰქონდა მთავარი ოპოზიციური პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა