ლარი კვლავ გაუფასურდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1183 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1148 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.35 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.6952 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6817 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.35 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.3770 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.2998 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 3 სექტემბრიდან შევა ძალაში.