თეგებით ძიება

გორში საკრებულოს დეპუტატს თავს დაესხნენ

გორში საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირმა ამბარდნიშვილს თავს დაესხნენ. დეპუტატის მტკიცებით, მას 5 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

მისი განმარტებით, 5 თავდამსხმელიდან 3 წარსულში მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. მოძალადეებიდან ერთი მსოფლიო ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ნათესავია, გარდა ამისა, მას ნათესაური კავშირის შსს-ს მაღალჩინოსანთანაც აქვს. დეპუტატი ვარაუდობს, რომ თავდამსმელი სწორედ ამ კავშირების გამო არ დააკავეს.

"გამოვიძახე საპატრულო პოლიცია მას შემდეგ რაც ჩემზე მოხდა ფიზიკური ძალადობა, ჯგუფურად, მესროლეს სიცოცხლისთვის საშიში ნივთები, მივიღე დაზიანებები. მოვიდა პატრული, შსს-ს მაღალჩინოსნისა და ლაშა ბექაურის დასახელების შემდეგ, რომ ის არის მათი ნათესავი და ვერაფერს უზამდნენ, მოკრძალებულად ელოდებოდნენ, აგინებინეს ჩემი თავი.

126-ე მუხლით დაიწყო, ადმინისტრაციული ჯარიმით შემოიფარგლნენ", - ამბობს ირმა ამბარდნიშვილი.

mtavari.tv


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა