თეგებით ძიება

ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, დგანან ლგბტ მარშის უკან - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიცია ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ლგბტ თემის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ამ თემაზე მან ტყიბულში მერობის კანდიდატის წარდგენის დროს ისაუბრა და თქვა, რომ ოპოზიცია პატრიარქსაც ებრძვის.

"მათი ეს პოლიტიკა არ არის მხოლოდ ემოციებზე დაფუძნებული, ეს არის კარგად გააზრებული მზაკვრული შეთქმულება საქართველოს და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. პირველი ამოცანა არის ის, რომ არცერთი ავტორიტეტი არ დატოვონ ქვეყანაში, მოახდინონ დისკრედიტაცია ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტის, ჯარის, პოლიციის, სასამართლოსი. ამიტომაც ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, ამიტომ იგონებებნ ათას პროვოკაციას, ამიტომ დგანან დგანან ისინი ლგბტ მარშის კამპანიის უკან და მათი ორგანიზებით ხდებოდა ის მძიმე პროვოკაცია, რომელიც თავიდან ავიცილეთ ჩვენ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა